ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელთა სახელით ტელეკომპანიის ერთ-ერთმა მფლობელმა მამუკა ღლონტმა განცხადება გაავრცელა.
"მაესტროს" გარშემო შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, "მაესტროს" დამფუძნებლები სთავაზობენ "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის" დამფუძნებელს ეროსი კიწმარიშვილს, უახლოესი ათი დღის განმავლობაში სრულად დაფაროს ტელეკომპანიის მიმართ არსებული დავალიანება და შეწყდეს სტუდია "მაესტროსა" და "რუსთავის მედიის მართვის კომპანიას" შორის არსებული ხელშეკრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში ტელეკომპანია "მაესტრო" გამოიყენებს კანონით მინიჭებულ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, საკუთარი უფლებების დასაცავად", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, "მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა ჯახა ბექაურმა დღეს თანამდებობა დატოვა.