რუსული კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროკავშირის კანდიდატობას,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფინ კრამონი სოციალურ ქსელში წერს.
"ევროპარლამენტის პოზიცია "ქართული ოცნების" რუსულ კანონის მიმართ ძალიან მკაფიოა: ის საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროკავშირის კანდიდატობას. ამის შესახებ 10 დღის წინ წერილში განვაცხადეთ. ჩვენ ამას განვაცხადებთ ევროკავშირის რეზოლუციებში. კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში“, - წერს ფონ კრამონი.