დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ ისრაელისგან განსხვავებით, რომელსაც ლონდონი დაეხმარა ირანული დრონების მოგერიებაში, ბრიტანეთი ვერ დაეხმარება უკრაინას, რათა არ მოხდეს „პირდაპირი შეტაკება ნატო-ს ჯარებსა და რუსეთის არმიას შორის“. ამის შესახებ ქემერონმა LBC-თან ინტერვიუში ისაუბრა.
შეკითხვაზე, თუ რატომ არ შეუძლია ბრიტანეთის საჰაერო ძალებს უკრაინის თავზე დრონების ჩამოგდება, საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ ნატო-ს ძალების ჩართვა რუსულ ჯარებთან უშუალო დაპირისპირებაში, კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.
"სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ თუ გსურთ თავიდან აიცილოთ გაფართოებული ომი ევროპაში, ვფიქრობ, რომ ერთადერთი, რისი თავიდან აცილებაც არის საჭირო, ეს არის პირდაპირი შეტაკება ნატო-სა და რუსულ ძალებს შორის. ეს იქნება ესკალაციის საშიშროება," - აღნიშნა ქემერონმა.
მინისტრის თქმით, მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენება „აუცილებლად არ არის საუკეთესო გზა რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების ჩამოსაგდებად, რადგან საჰაერო თავდაცვის სისტემები უფრო ეფექტურია“.
ამის გათვალისწინებით, ქემერონმა აღნიშნა, რომ უკრაინა ითხოვს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, კერძოდ Patriot-ებს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ხელმისაწვდომი არ არის.