„გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ერთმანეთის ცემა რომ გვიხარია, იმიტომაა, რომ 30 წელი სიძულვილში ვცხოვრობთ. არადა, ბევრად მეტი გამბედაობაა საჭირო, რომ ჩხუბი დაასრულო, ხოლო სულელი უნდა იყო, რომ ჩხუბის წამქეზებელს აჰყვე და ჩხუბი შენით დაიწყო“, – წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.