ეს შემთხვევითი ამბავი არ იყო, დაგეგმილი იყო, მტკიცებულება მაქვს ამის, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მდინარაძის განცხადებით, მასზე ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის ალეკო ელისაშვილს გადაუხადეს.
„რამდენიმე დღის წინ, ჩემმა მეგობარმა მომწერა, იქნებ მამუკა მდინარაძეს მიაწვდინოთ ხმა, დღეს ერთ-ერთი გოგოა, ეგ უნდა შევიდეს მდინარაძესთან ინტერვიუზე, პარლამენტში ვინც არიან ჩვენები არცერთ არაფრის თავი არ აქვსო, უფრთხილდებიან, პირადი სიმპატიები აქვს, ვერ გავიგეთ და მდინარაძემ იქნებ ამან ცოტათი მიაბანძოს, ძალიან შეუბერაო. წესით პროვოკაციებს იკადრებენ, მესიმპატიურება ეგ კაცი, უკადრებელს იკადრებენ ამ დღეებში, გვიგებენ რეალურად და უარგუმენტოდ ვართ გარედან ტიპების იმედზეო და ამ მესიჯის შემდეგ ჩავუგდე რამდენიმეს, მესიჯია ჩემი მეგობრის, რომელსაც მიწერა მეგობრის შვილმა, წინა წელს ააქციებზე იდგა და წელს სხვა აზრზეა.
ეს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ, გადახდილი პროვოკაცია, რომელიც ალეკო ელისაშვილმა იკადრა. ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია ალეკო ელისაშვილის, ძალით კაცის შესრულებით,“ - ამბობს მდინარაძე.
მდინარაძის თქმით, ელისაშვილს „საკადრის“ პასუხს გასცემენ.
„ქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა, რომელ კაცობაში, ქართველობაში ზის, ცხოვრებაში ვერ გამიბედავდა ამას გარდა ქურდული მოპარვისა ეს კაცი, ეს „კაცი“ ცხოვრებაში რომ ვერ გამიბედავდა, ამაზე აღარ მაქვს ლაპარაკი.
რუსები ერთმანეთს არ უნდა ვეძახოთ, მერე სარგებლობენ ასეთი არამზადები და ვითომ კაცობენ, ამას საკადრისი პასუხი გაეცემა, მუქარაზე არ გადავდივარ, ქუჩური მეთოდებით, საკადრის პასუხს გავცემთ ჩვენ, პრობლემა არ გვაქვს. მაგრამ ეს ვითომ კაცობას, ასეთი ტიპის მიპარვით, ქურდულ არაკაცურ ფლიდურ ძალადობას სჯობს ის ცრუ ნარატივი, რომელსაც აგერ ვხედავთ, ვისზე ნაკლები პატრიოტები არიან უმრავლესობის წევრები და ვინ ალეკო ელისაშვილის პატრიოტი და შევაკვდებით ჩვენ პირველ რიგში, მე პირადად შევქაკვდები,“ - თქვა მდინარაძემ.
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.