2011 წელს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უკეთესი მომავლის იმედით ხვდება. რესპოდენტების 59% მიიჩნევს 2011 წელი ქვეყნისთვის წარმატებული იქნება, ხოლო 33%-ის აზრით, 2011 წელს პრობლემები შენარჩუნდება 8% პროგნოზისგან თავს იკავებს.
შედარებისთვის 2010 წელს ოპტიმიზმით ქვეყნის მოსახლეობის 56% შეხვდა, 2009 წელს 37 %.
2010 წლის 21-დან 28 დეკემბრამდე ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" დაკვეთით საკონსულტაციო ჯგუფი "GCG"-ის მიერ ჩატარებულ ტრადიციული საახალწლო გამოკითხვში მონაწილეობა 1450-მა რესპოდენტმა მიიღო.
გამოკითხულთა 43% (2009 წელს _ 40%, 2008 წელს _ 21%) მიიჩნევს, რომ პირადად მათთვის ცხოვრების დონე უნდა გაუმჯობესდეს, 40% (2009 წელს - 37% 2008 წელს 25%) _ მიიჩნევს, რომ საკუთრივ მათთვის არაფერი შეიცვლება, ხოლო 17%-ის (2009 - 23%, 2008 _54%) აზრით მათი ცხოვრების პირობები გაუარესდება.
გამოკითხულთა 42%-ს ყველაზე დიდ პირად პრობლემად დასაქმება, ხოლო 39%-ისთვის საბანკო კრედიტებთან დაკავშირებული საკითხი სახელდება.