„გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს მიმართა, რომ დღეს ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა იწყება და კომიტეტის სხდომაზე შესვენება გამოაცხადოს.
„დღეს იწყება ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა. როგორც ვიცით, ფეხბურთი ყველას გვაერთიანებს და იქნებ ტექნიკური შესვენება გამოვაცხადოთ, თორემ აგერ უეფა-ს საიტი მაქვს გახსნილი და ვერ მივხვდი, რომელი საქმით დავკავდე“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.