საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე "ნაცურ გადაწყვეტილებას" უწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას.
"უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ პოლიციელზე ძალადობაში, არამედ საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდადებული ადამიანიც არის [ლაზარე]. პოლიციასა და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდადებული ადამიანი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი ნაცური გადაწყვეტილება", - თქვა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ამბროლაურში მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში, 7-9 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია.
მანამდე, 12 აპრილს თბილისი საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.