ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას გამოეხმაურა.
კრამონი მიესალმა ამ გადაწყვეტილებას და პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.
"საბოლოოდ, რაღაც კარგი ამბავი საქართველოდან, მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ამ გადაწყვეტილებისთვის", - დაწერა კრამონმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში, 7-9 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია.
მანამდე, 12 აპრილს თბილისი საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.