ლაპლანდიიდან ჩამოსული სანტა კლაუსი დღეს საქართველოს დატოვებს და სხვა ქვეყანაში გადაინაცვლებს.
ის ამ წუთებში ბავშვებს უნდა შეხვდეს და საჩუქრები გადასცეს მთაწმინდის პარკში.
სანტა მთაწმინდის პარკში 25 დეკემბრიდან ცხოვრობდა. ხვალიდან კი სვანეთიდან თოვლის პაპა ჩამოვა, რომელიც 15 იანვრამდე იქნება.
"დღეს მოწყენილი ვარ, რადგან სხვა ქვეყანაშიც უნდა წავიდე. სხვა ქვეყნების ბავშვებსაც უნდა მივულოცო ახალი წელი. მაგრამ ბედნიერი ვარ ქართველო ბავშვებო რომ თქვენც შეგხვდით. მე აქ ქართულიც ვისწავლე", - აღნიშვანს სანტა.