სოფლის მეურნეობის მინისტრი საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს. ბაკურ კვეზერელი ამბობს, რომ 2011 წელი გამოწვევებით სავსე იქნება, თუმცა, სახელმწიფოსა და მოსახლეობის მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ გამოწვევების დასაძლევად.
"საქართველოს მოსახლეობას მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და წარმატებული 2011 წელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თვითოეული მოქალაქის ჩართულობა ქვეყნის აღმშენებლობაში. საქართველოს ეკონომიკისთვის 2011 წელი იქნება გამოწვევებით აღსავსე წელი და შესაბამისად სოფლის მეურნეობის სექტორისათვის. ამიტომაც მიმაჩნია, რომ სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებულთა ჩართულობა და წვლილი ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იქნება",- განაცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ბაკურ კვეზერელმა.