თუკი, ჩვენი მეგობრები გვეტყვიან, რომ ქართულად აღარ ილაპარაკო და რუსები იტყვიან, რომ კარგია, ისინი ქართულად რომ ლაპარაკობენ, ჩვენ ქართულად ლაპარაკი უნდა შევწყვიტოთ, თუ უნდა გავაგრძელოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა გამჭვირვალობის კანონპოექტთან დაკავშირებითაშშ-ის ელჩის განცხადებაზე, რომელშიც რობინ დანიგანმა თქვა, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულიკანონპროქეტი არ არის ამერიკული.
„არათუ ჰგავს, ერთი იყო თარგმანი პირდაპირ, რომელსაც დაარქვეს რუსული კანონი. ქალბატონ დანიგანს ამაზე არაფერი უთქვამს. ხომ არ მივიღოთ ის? მოდი, დააინიციირონ ჩვენმა ოპონენტებმა და პირდაპირ ის მივიღოთ. არ ვამბობ ირონიით, დააინიციირონ ამერიკული და პირდაპირ მივიღებთ. შარშან იყო თარგმანი პირდაპირი და რუსულს ეძახდით იმას და რა მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა მან.
რაც შეეხება დანიგანის კრიტიკას, რომ როცა ოკუპანტი ქვეყანა მიესალმება ამ კანონპროექტს, კითხვა უნდა დაისვას, არის თუ არა ის სასიკეთო, მდინარაძე პასუხობს:
„ხვალ რომ ასეთი კონფიგურაცია დალაგდეს, შეიძლება ოდნავ რაღაც დრამატიზებას და უტრირებას ჰქონდეს ჩემი მხრიდან ადგილი, მაგრამ, ქართულად ხომ ვლაპარაკობთ ჩვენ, ხომ უნდა ვილაპარაკოთ ქართულად, სანამ სამყარო იარსებებს. თუკი, ჩვენი მეგობრები გვეტყვიან, რომ ქართულად აღარ ილაპარაკო და რუსები იტყვიან, რომ კარგია, ისინი ქართულად რომ ლაპარაკობენ, ჩვენ ქართულად ლაპარაკი უნდა შევწყვიტოთ, თუ უნდა გავაგრძელოთ”, – განაცხადა მდინარაძემ.