საგანგებო სიტუაციათა სამსახური დღეს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს
სპეციალურად საახალწლოს დამატებით 8 ბრიგადა იმორიგევებს. მთელი დღე-ღამის განმავლობაში სულ 50 ჯგუფი იმუშავებს.
როგორც საგანგებო სიტუაციათა სამსახურში აცხადებენ, 31 დეკემბერს გამოძახებები ღამის 00:00 საათიდან იწყება, რაც გამოწვეულია საახალწლო ასაფეთქებელი საშუალებებით გაჩენილი ცეცხლებით.