პირადად მე მაინტერესებს, ვინ აფინანსებდა დ რა თანხებით იმ ხალხს, რომლებიც გვაიძულებდნენ ტყუილ დიაგნოზებზე ხელის მოწერას, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.
„პირადად მე მაინტერესებს, ვინ აფინანსებდა იმ ხალხს და რა თანხებით ( ენჯეოებს, რაღაც კომისიებს, ჟურნალისტებს) რომლებიც გვაიძულებდნენ ტყუილ დიაგნოზებზე ხელის მოწერას და მეძახდნენ მენგელეს, პილატეს და კიდევ არ ვიცი რას, გვიტარებდნენ სატელევიზიო სასამართლოებს და გვამყოფებდნენ უმძიმეს ფსიქოლოგიურ ტერორში“.