სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი ავალიანი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის თვითმმართველობების პრეზიდენტებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვდება.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლები 2010 წელს ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებული პროგრამებისა და მომავალი წლისთვის დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრებენ.
თვითმმართველობების პრეზიდენტებთან შეხვედრის ერთერთი მიზანია 2011 წლისთვის სამინისტროსა და უმაღლესი სასწავლებლების შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგვმა.
შეხვედრა დღეს, 31 დეკემბერს, 12:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (აუდიტორია #55) შედგება.