ქართველმა ხალმა გამჭვირვალობის შესახებ კანონს სახელი უკვე დაარქვა, ახლა მთავარია, არჩევნებში ცვლილების მიღწევა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
„ქართული ოცნება“ სრულად გადამგდები და მატყუარა გახდა. შარშან თქვეს, ამ კანონს უკან ვაბრუნებთ და აღარ დავუბრუნდებითო, წელს ეს ყველაფერი შემოატრიალეს. მნიშვნელობა არ აქვს, პროპაგანდაზე რას და როგორ ეწევიან, ქართველმა ხალმა კანონს სახელი უკვე დაარქვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი შედეგობრივად არჩევნებში აისახოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი აღარ უნდა უნდა იყოს მოკლევადიანი კონკრეტული მიზნების მიღწევა. ახლა მთავარია, არჩევნებში ცვლილების მიღწევა. ასეთი ტიპის კანონები ყველგან ემსახურება იმას, რომ დაიცვან ეროვნული ინტერესები მტრული სახელმწიფოს გავლენებისგან, ასევე ჰიბრიდული ომის, რბილი ძალის ინსტრუმენტებისაგან. ჩვენს რეალობაში, ეს კანონი რუსეთისგან არ დაგიცავს, სამაგიეროდ, ჩვენს მეგობრებს დაგვაშორებს. მთავარი პრობლემაა ის, რომ ერთ ქვაბში ყრის მეგობარსაც და მტერსაც. ამიტომაც არის რუსული“, – პირველი არხის ცნობით, განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.