საბჭოთა რეჟიმის მოყოლებით დღევანდელი რეჟიმი, რომელიც აი ამ თავის ფორმატით არანაკლებ საშინელია, გვაშორებს თავისუფალ პერსპექტივას, - ამის შესახებ ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ ხელმძღვანელმა, ილიკო სუხიშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
„საერთოდ არ მესმის, ნუთუ არ არის ისეთი კანონი, რომელიც პირიქით, დაგვაახლოვებს ამ პერსპექტივასთან - ჩემი აზრით, დასავლეთის თვალით ახლა ჩვენ გვიყურებენ, როგორც ქვეყანას, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს ხაზი გადაუსვას ამ პერსპექტივას.
არ მგონია ეს ლამაზად ჩანდეს. ყოველ ჯერზე, როცა ასეთი საფრთხის წინაშე ვდგებით, ჩვენ ფაქტობრივად გვიმეორდება 9 აპრილი და ვერ გამოვდივართ აქედან - საბჭოთა რეჟიმის მოყოლებით დღევანდელი რეჟიმი, რომელიც აი ამ თავის ფორმატით არანაკლებ საშინელია, გვაშორებს ამ თავისუფალ პერსპექტივას“, - განაცხადა ილიკო სუხიშვილმა.