დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ მოუწოდა ამერიკელ კანონმდებლებს, განბლოკონ უკრაინისთვის დახმარების პაკეტი.
ამის შესახებ ქემერონმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან პრესკონფერენციაზე განაცხადა. იუწყება Politico
ბრიტანელმა დიპლომატმა თქვა, რომ „არაფერია [უკრაინისთვის] უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე დამატებითი დახმარება, რომელსაც ახლა კონგრესი განიხილავს“.
„მე აქ არ ვაპირებ ლექციების წაკითხვას ან ვინმესთან სათქმეად, რა გააკეთონ, ან შეერთებულ შტატების პოლიტიკურ და სხვა პროცესებში ჩარევას. უბრალოდ, აქ ჩამოვედი, როგორც დიდი მეგობარი, რომელსაც სჯერა ამ ქვეყნის და მჯერა, რომ უკრაინისთვის ამ სახსრების გამოყოფა თქვენს ინტერესებში, თქვენი უსაფრთხოების, თქვენი მომავლისა და თქვენი ყველა პარტნიორის მომავლის ინტერესებშია," - განაცხადა ქემერონმა.
ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ტრამპთან შეხვედრის კომენტირებისას, ქემერონმა აღნიშნა, რომ მათ განიხილეს გეოპოლიტიკური საკითხები - სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში და უკრაინაში, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.