ფინეთში ნატო-ს სახმელეთო ძალების შტაბბინა განთავსდება. ამის შესახებ ფინური მედია იწუყება.
ფინეთში ნატო-ს ძალების შტაბბინის შექმნის შესახებ განცხადება ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილ გრამმა გააკეთა.
"მოველით, რომ ჩვენ ვიქნებით ერთიანი სადლობის ქვეშ და ვიქნებით ერთიანი რეგიონული თავდაცვის გეგმის ნაწილი. ამრიგად, სკანდინავიურ ქვეყნებს ექნებათ საერთო შეკავება და თავდაცვა", - განმარტა მან.
შტაბბინა განთავსდება სამხრეთ ფინეთის ქალაქ მიკელეში და დაექვემდებარება ამერიკის ქალაქ ნორფოლკის გაერთიანებული ძალების სარდლობას, რომელიც ნატო-ს სამხედრო სარდლობის ნაწილია.
მიკელეში შტბა-ბინის ოპერერირების მიზნით, ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან სულ მცირე 375 ოფიცერი გაიგზავნება ნორფოლკში, მათ შორის 25 ფინეთიდან. დაგეგმილია, რომ სამშვიდობო პერიოდში სტრუქტურა რეგიონში სახმელეთო ოპერაციების კოორდინაციის საშუალებას მისცემს.