დღეს, 31 დეკემბერს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა დევნილებისთვის დამდეგ ახალი წლის მიულოცავს.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ახალგაზრდები სანტა-კლაუსებთან ერთად, შაუმიანის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს ესტუმრებიან და თითოეულ ოჯახს საჩუქრებს გადასცემენ.
"ღონისძიებას საქველმოქმედო ხასიათი აქვს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის მიზანია, გაულამაზოს ერთი დღე იმ ადამიანებს, რომელთაც მომავლის იმედი ყველაზე მეტად სჭირდებათ", - აცხადებენ მოძრაობაში.
როგორც ცნობილია, შაუმიანის დასახლებაში 210 დევნილი ცხოვრობს, მათ შორის 150 ბავშვია.