საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ განაცხადა, რომ რუსეთის წარმომადგენლებთან დისკუსიების გამართვა პარიზის ინტერესებში აღარ შედის, რადგან მოსკოვი ამახინჯებს ამგვარი დიალოგის შინაარსს.
ამის შესახებ სეჟურნემ France24-სა და RFI-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ახლა ჩვენს ინტერესებში აღარ შედის რუს მაღალჩინოსნებთან საუბარი, რადგან გზავნილები და კომუნიკეები, რომლებიც ქვეყნდება და ტყუილია“, - განაცხადა სეჟურნემ.
მისი განცხადებით, მოსკოვთან დიალოგის განახლებისთვის საჭიროა ნდობის დამყარება.
„მოსკოვთან დიალოგის განახლებისთვის ალბათ საჭიროა ჯერ ნდობის დამყარება და, პირველ რიგში, უკრაინის სამხედრო ფრონტზე განვითარებული მოვლენების დანახვა, რათა ურთიერთობები აღდგეს. ეს ჯერ ასე არ არის“, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.