31 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა მე-200 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს ეწვევა და საახალწლოდ მათ ახალ ადაპტირებულ სასკოლო ავტობუსს გადასცემს.
ავტობუსს პოპულარული წამყვანი ვანო ჯავახიშვილი თავად მიუყვანს ბავშვებს. ამ დღეს პანსიონს ამერიკელი საზღვაო ქვეითებიც ესტუმრებიან.