31 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით კერესელიძე მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დამდეგ ახალ წელს მიულოცავს.
კერესელიძე მცირე საოჯახო ტიპის სახლ "საქართველოს კარიტასში" მივა და პატარებს ტკბილეულსა და სხვა საჩუქრებს გადასცემს.