ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა მოუწოდა ისრაელს, დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალს. ქემერონმა ისრაელსმ ოწოდებით მას შემდეგ მიმართა, რაც ისრაელმა დარტყმა განახორციელა საქველმოქმედო ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ კოლონის წინააღმდეგ, რომლის დროსაც შვიდი ადამიანი დაიღუპა.
ქემერონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელს აქვს „თავდაცვის უფლება, რომელსაც ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი“. მაგრამ გააფრთხილა, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ისრაელისთვის "უპირობო არ იქნება".
„ჩვენ ველით, რომ ასეთი ამაყი და წარმატებული დემოკრატია დაიცავს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, მაშინაც კი, როდესაც მისთვის ეს გამოწვევაა“, - თქვა ქემერონმა.
ქემერონმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობას, დაუშვას მეტი დახმარება ღაზის სექტორში.
მან ასევე მხარი დაუჭირა კვიპროსიდან ღაზამდე საზღვაო ჰუმანიტარულ დერეფანს, რომელიც გასულ თვეში გაიხსნა.
ამასთან, ქემერონმა ისრაელი გააფრთხილა მასობრივი შიმშილობის რისკის შესახებ, თუ ის არ დაუშვებს მეტ დახმარებას ღაზის სექტორში.