ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორი კომპრომისთებისთვის არის მზად რუსეთთან. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტემბერგმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რუსი სამხედროების თავისი ტერიტორიებიდან გასაძევებლად კიევს, შესაძლოა, დათმობებზე წასვლა მოუწიოს.
„საბოლოო ჯამში, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ კომპრომისებზე წავა ის რუსეთთან; ჩვენ უნდა მივცეთ მას შესაძლებლობა, იყოს ისეთ მდგომარეობაში, სადაც ის რეალურად მიაღწევს მისაღებ შედეგს მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან აღნიშნა, რომ ახლა არ მოუწოდებს უკრაინას დათმობებზე წასვლისკენ და დასძინა, რომ ნამდვილი მშვიდობა მიღწეული იქნება, როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე თქვა, რომ არსებობს ავტორიტარული ალიანსი, რომელიც ერთმანეთს მხარდაჭერას უწევს და აღნიშნა, რომ რუსეთს, ჩინეთს, ირანს და ჩრდილოეთ კორეას გულისხმობს.
„ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო ეკონომიკას თავდაცვის ინდუსტრიისთვის ძირითადი ნაწილების მიწოდებით, რაზეც მოსკოვი სანაცვლოდ პეკინს თავის მომავალს ჰპირდება“, - თქვა სტოლტენბერგმა.