ჩვენ ვიბრძვით ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, გამჭირვალობისთვის, „ნაცმოძრაობა“ და „ენჯეო“ სექტორის რადიკალური ნაწილი იბრძვიან შავი ფულისთვის, პირობას ვაძლევ შავი ფულისთვის ბრძოლა მათი მარცხით დამთავრდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„გუშინ დაიბლოკა რამდენიმე ათასი ბანერი, რომელიც იყო იმ ცრუ კამპანიის საპასუხო, რომელსაც აწარმოებენ „ნაცმოძრაობა“ და „ენჯეო“ სექტორის ის რადიკალური ნაწილი, რომელმაც შარშან საუკუნის აფიორა დადგა, წელს უკვე აღარ გასდით და არიან სასოწარკვეთილებაში. იმდენად ეშინიათ სიმართლის, რომ უბრალოდ ერგუმენტებს კი არ იშველიებენ, რამდენიმე ასეული ადამიანი არეპორტებს სიმართლეს. ასე არეპორტებდნენ ისინი სიმართლეს მაშინ, როდესაც ვარდებოდნენ სხვადასხვა ტელევიზიაში „ნაცმოძრაობის“ დროს. ასე ბლოკავდნენ სიმართლეს, როცა ძალა ჰქონდათ. ახლა ქვეყანაში ძალა არ აქვთ.
ძალიან სამწუხაროა, რომ სერგი კაპანაძის FactCheck, თუ რაღაც ორგანიზაცია არის „ფეისბუქის“ ერთ-ერთი მთავარი კონტრაქტორი საქართველოდან და უბრალოდ მათ გააჩნიათ ასეთი ურთიერთობა. ასე გადაუმოწმებლად, თუ გადამოწმებით, არ ვიცი, „გლობალური ომის პარტიას“ რომ ვახსენებთ ხოლმე, ირონიული ღიმილი გვეგებება ცალკეული ადამიანების მხრიდან. ამ დროს, ერთ დღეში რამდენიმე ათასი ბანერის დაბლოკვა, რომელზეც სიმართლე იყო დატანილი და არგუმენტების არწარმოდგენა ნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობის“ მეთოდები ისევ ძალაშია. ქვეყნის შიგნით აღმოიფხვრა, ახლა ქვეყნის გარედან დარჩა. ამაში რამდენი ფული იხარჯება, მათ რომ ჰკითხოთ, ამის გამჭირვალობა უზრუნველყოფილია. ამას ცალკე დაადგენს კიდევ ქართული საზოგადოება და სახელმწიფო. ამიტომ, სიმართლეს წინ ვერაფერი დაუდგება. გამოდის, რომ ისინი იბრძვიან შავი ფულისთვის. მათ კამპანიას სახელად ჰქვია „ბრძოლა შავი ფულისთვის“. ჩვენ ვიბრძვით ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის, მისი გაძლიერებისათვის, გამჭირვალობისთვის. ისინი ებრძვიან გამჭირვალობას და იბრძვიან შავი ფულისთვის. გაოცება და გაოგნება შეიძლება“, – აღნიშნა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, ეს არის „ნაცმოძრაობისა“ და „ენჯეო“ სექტორის იმ წარმომადგენლების ბრძოლა შავი ფულისთვის, ვინც ამ ფულით საზრდოობს და ეს ბრძოლა მათი მარცხით დამთავრდება.
„ერთი წამით რომ დაფიქრდე, რისთვის იბრძვიან? რომ შავი ფული იყოს მეტი. მეტი გაუმჭირვალე ფული იყოს, ამისთვის ბრძოლას წირავენ საკუთარ თავს, საკუთარ იმიჯს, ყველაფერს წირავენ, რათა შავი ფულისთვის იბრძოლონ. ეს არის „ნაცმოძრაობისა“ და მათი პატრონების ბრძოლა შავი ფულისთვის. ეს არის „ენჯეო“ სექტორის რადიკალური ნაწილის, „ენჯეო“ სექტორის იმ წარმომადგენლების ბრძოლა შავი ფულისთვის, ვინც ამით საზრდოობს. თუ გამჭირვალობა უზრუნველყოფილია, მაშინ საბრძოლველი არაფერია. მაშინ უბრალოდ ადგებიან, მშვიდად, კანონმორჩილად, ყოველი წლის იანვარში შეავსებენ წინა წლის დეკლარაციას და დამთავრდება ამით ყველაფერი. ეს რომ არ გააკეთონ, ამიტომ იბრძვიან ასე თავგამოდებით, აწრიალებენ მთელ მსოფლიოს და ეს ბრძოლა შავი ფულისთვის, პირობას ვაძლევ, დამთავრდება მათი მარცხით“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ამასთან, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ დაუბრუნდებოდა „გამჭვირვალობის კანონს“ იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარის დადებული პირობა შესრულდებოდა და ფინანსები გამჭვირვალე გახდებოდა.
„რაც შეეხება პირობებს, რომელზეც საუბრობენ. ახლა მამუნათებენ პირადად მე და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს და წარმომადგენლებს. დიახ, ჩვენი პირობა იყო, კანონი არ დაგვებრუნებინა. მათი პირობა, მათი ნათქვამი იყო ფინანსების გამჭირვალობა. სად არის ფინანსების გამჭირვალობა? კიდევ უფრო გაუარესდა. მათი პირობა სად არის, დაიდოს პირობა, რომ ფინანსები იყოს გამჭვირვალე. ფინანსები უფრო გაუმჭირვალე გახდა, ათასობით მაგალითი შეიძლება, მოვიტანოთ. მათი პირობა იყო გამჭირვალობა, რომელიც არ სრულდება, უარესდება. ამიტომ, პირობებს თავი დაანებონ და რაღაც ქუჩური სტილის, გოიმურ გარჩევებს, რომ პირობა სად არის.
დიახ, ჩვენ არ დავუბრუნდებოდით კანონს, ფინანსები რომ გამჭირვალე ყოფილიყო. ახლა მათ უნდათ, იბრძოლონ შავი ფულისთვის. ჩვენი პირობა იყო კანონის არდაბრუნება, მათი პირობა იყო გამჭირვალობა, რაშიც გადაგვაგდეს, ქართული საზოგადოება მოატყუეს. სად არის მათი არათუ პირობა, არამედ მოცემულობად დადებული გარანტიები, რომ ისედაც გამჭირვალეაო. თქვან, რომელ ნაწილში იყო გამჭირვალე. ახლაც რომ იტყუებიან. არ არის ისედაც გამჭირვალე, გარანტირებულად შემიძლია, გითხრათ, იტყუებიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.