საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის განცხადებით, აშშ-ში გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებითა და საქართველოში ყოფილი ელჩებით დაკომპლექტებული ჯგუფის შეხვედრა შედგა, რომელშიც კელი დეგნანიც მონაწილეობდა. მისი თქმით, შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ისაუბრეს.
კელი სთქმით, უახლოეს დღეებში სახელმწიფო დეპარტამენტში "მკაცრი განცხადება" გაკეთდება რუსული კანონის ხელახლა ინიცირების საპასუხოდ.
"საქართველოში ამერიკის ყოფილ ელჩებსა და სახელმწიფო დეპარტამენტის მოქმედ მაღალჩინოსნებს, გვაქვს ერთობლივი ჯგუფი შექმნილი, როგორც საქართველოს მეგობრებს და სწორედ დღეს, ამ ჯგუფის შეხვედრაზე ვესაუბრეთ წინამორბედ ელჩს კელი დეგნანს. ჩვენ გვითხრეს, რომ მალე გაკეთდება მკაცრი განცხადება. ამ დღეებში სახელმწიფო მდივანი არ იმყოფება ვაშინგტონში, ამიტომ ზუსტი დრო უცნობია, თუ როდის მოხდება ამ განცხადების მასთან შეჯერება და მისგან თანხმობის მიღება. ქართული ოცნების წევრთა მიერ ბოლო დროინდელი განცხადებები და საკანონმდებლო ინიციატივები იმდენად აღმაშფოთებელია, რომ იქნება გარკვეული სახის შემხვედრი პასუხი. სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს ადეკვატურ პასუხზე იმ ბრალდებებისა და განცხადებებისადმი, რომელიც ვაშინგტონის მისამართით თბილისიდან ისმის", - განაცხადა იან კელი, "ფორმულასთან".