პარტია " საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკურის თქმით, ბექა ოდიშარია დღევანდელი "ქართული ოცნების" სახეა, რომელმაც საზოგადოებას თავი იმითაც დაამახსოვრა, რომ გადამწყვეტი ბრძოლის დროს "ნაცმოძრაობას" აფინანსებდა.
ანა ბუჩუკური ქალი დეპუტატების მიმართ ბექა ოდიშარიას შეურაცხმყოფელ განცხადებებს "უღირს" საქციელს უწოდებს.
„ყველანი ქალები ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ თქვენგანში ენით აღუწერელი ბრაზი გამოიწვია ბექა ოდიშარიას და ვახტანგ მეგრელიშვილის აბსოლუტურად უღირსმა, "უღირსიც" ის სიტყვა არ არის, ამ სიტყვას ვერ მოვძებნი, რა სიტყვა შეიძლება მიუსადაგო ან ერთის, ან მეორეს ქცევას. კოლექტიური ბექა ოდიშარიების არსებობა ხელისუფლებაში, პრინციპში, ცუდი საერთოდ არ არის, იმიტომ, რომ ბექა ოდიშარია არის დღევანელი "ოცნების" სახე. არა მარტო იმ უღირსი საქციელის გამო, რაც ჩვენ ვიხილეთ ქალების წინააღმდეგ, არამედ, მაგალითად, იმის გამო, რომ ბექა ოდიშარია არის ადამიანი, რომელიც გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლის დროს აფინანსებდა ნაცმოძრაობას, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.