ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა Ukrainecast-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინში დასავლური ჯარები არ იქნებიან.
ქემერონს კითხვა დაუსვეს, ჩაერევა თუ არა ნატო, თუ ომი ალიანსის წევრი-ქვეყნის, პოლონეთის, ან ბალტიის სახელმწიფოების ტერიტორიებზე გადავა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ამ გარემოებებში ნატო აუცილებლად ჩაერევა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის შესაბამისად.
თუმცა ქემერონმა უკრაინაში ჯარების გაგზავნა გამორიცხა. „ჩვენ არ გვინდა პუტინს ასეთი სამიზნე მივცეთ“, - დასძინა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ შესაძლებელია ნატო-ს არქიტექტურის გამოყენება უკრაინის დასახმარებლად, ეს არ არის ესკალაცია და არ ნიშნავს პირდაპირ მონაწილეობას ომში, ხოლო უკრაინაში პირდაპირი ყოფნა, მისი აზრით, ომში ჩართვას ნიშნავს.
„ვფიქრობ, ეს არ არის ესკალაცია, როდესაც ჩვენ ვეხმარებით სუვერენულ, დამოუკიდებელ ქვეყანას აგრესორისგან თავდაცვაში და ამისთვის მათ ჩვენ ყველანაირ დახმარებას გავუწევთ, - განაცხადა ქემერონმა.