ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი არ გეგმავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო არ არის მხარე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში და არ მიიღებს მონაწილეობას კონფლიქტში, მაგრამ მხარს უჭერს უკრაინას თავდაცვისთვის ბრძოლაში.
მისი თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი აგრძელებს აგრეასიას უკრაინაში, გადაჰყავს ჯარები, საბრძოლო ტანკები, თვითმფრინავები, რაკეტები უკრაინაზე კონტროლის დასამყარებლად, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.
მისივე თქმით, უკრაინა იცავს თავის მიწას და ტერიტორიებს. საერთაშორისო კანონმდებლობა და გაეროს წესდება ადგენს, რომ თავდაცვა ლეგალურია.
"ჩვენ გვაქვს უფლება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას თავდაცვაში. ამას აკეთებენ ნატო-ს მოკავშირეები. ჩვენ არ ვგეგმავთ ჯარის განთავსებას უკრაინაში. ამის მოთხოვნა არ არის, მაგრამ უკრაინელები ითხოვენ აღჭურვილობას, საბრძოლო მასალას და იარაღს. ჩვენ ამით უზრუნველვყოფთ უკრაინას, მაგრამ ეს ნატო-ს მოკავშირეებს კონფლიქტის მხარედ არ აქცევს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.