საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ეჭვი არ ეპარება, რომ პარიზში მომავალი ოლიმპიური თამაშები, შესაძლოა, გახდეს რუსეთის მავნე ქმედებების სამიზნე. ამის შესახებ Reuters იუწყება.
მაკრონს ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა რუსეთი ოლიმპიადაზე თავდასხმას.
”მე ეჭვი არ მეპარება, მათ შორის ინფორმაციის თვალსაზრისით,” - თქვა მან.
მაკრონის კომენტარი, რომელიც მან გააკეთა პარიზში გამართულ ღონისძიებაზე წყლის ოლიმპიური ახალი ცენტრის გახსნის აღსანიშნავად, იყო ყველაზე მკაფიო განცხადება გარე საფრთხეების შესახებ.
თამაშები ჩატარდება რთული გლობალური ვითარების ფონზე. რუსეთის ომი უკრაინაში და ღაზაში ისრაელის კონფლიქტი ჰამასთან ართულებს ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევას.