"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი "ქართული ოცნების" დეპუტატ ბექა ოდიშარიას და "გირჩის" წვერ ვახო მეგრელიშვილის ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებას ითხოვს და ამ მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს.
სამადაშვილმა "გირჩის" წევრს სანდრო რაქვიაშვილს ჰკითხა, მიაჩნია თუ არა მიზანშეწონილად, რომ გუშინდელი შეურაცმყოფელი განცხადებების შემდეგ, მათმა კოლეგებმა ნარკოლოგიური შემოწმება ჩაიტარონ.
"თქვენთან შეკითხვა მაქვს, როგორც პარლამენტის წევრთან, მიგაჩნიათ თუ არა რომ გუშინ ამ დარბაზში გაკეთებული წარმოუდგენელი შეურაცმყოფელი განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ თქვენი კოლეგა მეგრელიშვილისგან და ბექა ოდიშარიასან, რომ დღესვე ამ ადამიანებმა გაიარონ ნარკოლოგიური შემოწმება, რომ ქალმა დეპუტატებმა იცოდნენ, რომ აქ პარლამენტში მათ ფხიზელ მდგომარეობაში ებრძვიან თუ არა.
მე მიმაჩნია, რომ ბექა ოდიშარიას უნდა ჩაუტარდეს ნარკოლოგიური შემოწმება, ისევე როგორც გირჩის წარმომადგენელს და მე ამ მოთხოვნით მივმართავ ბატონ პაპუაშვილს", - განაცხადა სამადაშვილმა.