გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროდ გამოეცხადებინა თავიანთი ევროპული ამბიციების შესახებ და უარი ეთქვა ამ კანონის მიღებაზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე რუსულ კანონზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
„მივიღეთ ცნობები, რომ ისინი განიხილავენ პოტენციურად კანონპროექტის მიღებას და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროდ გამოეცხადებინა თავიანთი ევროპული ამბიციების შესახებ და უარი ეთქვა ამ კანონის მიღებაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა”,- განაცხადა მეთიუ მილერმა.