ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი Forbes-ის მიხედვით უმდიდრესი ადამიანების სიაში პირველად მოხვდა. შემსრულებელმა რეიტინგში მე-14 ადგილი დაიკავა და მისმა ქონებამ 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
Forbes World's Billionaires List-ის მონაცემებით, ვარსკვლავი გახდა პირველი მომღერალი, რომელიც მსოფლიო მილიარდერთა სიაში მხოლოდ სიმღერების შექმნითა და შესრულებით მოხვდა.
მანამდე სვიფტმა „მეგავარსკვლავის“ სტატუსი მიიღო. მას მრავალი მსოფლიო ჯილდო აქვს მიღებული, კერძოდ, მას გადაეცა გრემი, როგორც მომღერალმა, რომელმაც ოთხჯერ მიიღო პრიზი წლის ალბომისთვის. გარდა ამისა, ალბომი "1989" გახდა ყველაზე გაყიდვადი ვინილის ჩანაწერი 2023 წელს.
გასულ წელს სვიფტი გახდა ჟურნალ Time-ის 2023 წლის ადამიანი და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალი მსოფლიოში Forbes-ის მიხედვით. გარდა ამისა, მან ყველა რეკორდი მოხსნა და მუსიკალური პლატფორმა „Spotify“-სგან ისტორიაში ყველაზე დიდი ჰონორარი - 100 მილიონი დოლარი მიიღო.