ეს ის ბიჭია, რომელიც გერმანულ ორგანიზაცია giz_gmbh-ს წლების განმავლობაში ჰყავდა დასაქმებული საქართველოში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ პროექტებზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ X-ზე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილზე წერს.
ფონ კრამონი შალვა პაპუაშვილის განცხადებებს ეხმიანება.
„ეს ის ბიჭია, რომელიც გერმანულ ორგანიზაცია giz_gmbh-ს წლების განმავლობაში ჰყავდა დასაქმებული საქართველოში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ პროექტებზე. როგორ შეიძლება დასავლელი დონორები ასე შედიოდნენ შეცდომაში ისეთი ადამიანების დაქირავებით, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ კანონის უზენაესობის პატივისცემის გარდა, არღვევენ პარლამენტში დეპუტატების უფლებებს და იცავენ რუსეთის ინტერესებს? სამარცხვინოა!” - წერს ვიოლა ფონ კრამონი.