საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ნუცუბიძეზე მდებარე ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
"ვცდილობთ, თუნდაც რამდენიმე საათის განმავლობაში ამ ბავშვებს სითბო მივანიჭოთ და ვაგრძნობინოთ, რომ ისინი საზოგადოების სრულფასოვან წევრები არიან, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილნი არიან, რომელიც მათზე ზრუნავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - აღნიშნა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ნუცუბიძის ბავშვთა სახლის 154 აღსაზრდელს დღეს საჩუქრები და ტკბილეულიც გადასცა.