მინისტრმა კობა სუბელიანმა შიდა ქართლში, ბერბუკის დევნილთა ჩასახლებაში დევნილთა მცირე მეურნეობა დაათვალიერა, რომელიც იძულებით გადაგილებულმა პირებმა მცირე ბიზნესი დევნილთა სამინისტროს, გაეროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დახმარებით წამოიწყეს.
დევნილები ძირითადად მესაქონლეობითა და მეფრინველეობით არიან დაკავებულები და ეკონომიურად გამართულად ცხოვრობენ. რძის პროდუქტების რეალიზაციას ადგილზე ახდენენ და თავიანთი მუდმივი კლიენტიურაც ჰყავთ.
როგორც დევნილებმა აღნიშნეს, ამჯერად ბიზნესის გაფართოვებაზე ფიქრობენ და სახელმწიფო დახმარებაზე ნაკლებად არიან დამოკიდებულნი.
როგორც ერთ-ერთმა დევნილმა ლია კაცაძემ მინისტრთან საუბრისას აღნიშნა, რომ არა მსგავსი ხელშეწყობა, დღემდე სახელმწიფოს დახმარებაზი იქნებოდა დამოკიდებული.
მინისტრის თქმით, სოფლად ჩასახლებული დევნილები, რომლებსაც შესაბამისი გამოცდილება აქვთ და შრომა შეუძლიათ, მიწას ამუშავებენ, ფუტკარს ამრავლებენ, მესაქონლეობით არიან დაკავებულები და ეკონომიურად ძლიერები არიან. მისივე თქმით, მსგავსი ხელშეწყობა ყველა მსურველს ექნება.