ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით თუ არცერთი დაზარალებული არ არსებობს და ეს არავის აწუხებს, მაშინ რა შუაშია ცვლილებები? – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ჩვენ ამ პრობლემას ვერ ვხედავთ. ჩვენს არცერთ წევრს და მხარდამჭერს არ აწუხებს პრობლემა, რომ შემთხვევით ვიღაცამ ცუდ გზაზე არ დააყენოს. როგორც გავარკვიეთ, არცერთ ჩვენგანს „გაპიდარასტების“ საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ახლა ველოდებით „ქართული ოცნებიდან“ ადამიანს, რომელიც დაზარალდა ახალგაზრდობაში, არასრულწლოვნობის პერიოდში ლგბტ პროპაგანდით და მოგვიყვება საკუთარ მაგალითს, როგორ ჩაიდინა ეს უმძიმესი ცოდვა პროპაგანდის გამო. ამის შემდეგ გადავწყვეტთ, სერიოზულად განვიხილოთ ეს კანონი თუ ნაკლებად სერიოზულად. თუ არცერთი დაზარალებული, არცერთი დაინტერესებული პირი არ ჰყავს და ეს არავის აწუხებს, მაშინ რა შუაშია ცვლილებები? მართლა ველოდებით, რომ „ქართული ოცნება“ თავისი რიგებიდან ლგბტ პროპაგანდით დაზარალებულ ადამიანს წარმოადგენს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„ქართულმა ოცნებამ“ გასულ კვირას ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილები მოამზადა.