ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი თურქეთის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვებას ულოცავს.
მისი თქმით, ოპოზციის გამარჯვება არის მკაფიო სიგნალი თურქეთის პრზეიდენტისთვის.
„თურქეთში ადგილობრივი არჩევნები ერდოღანის კანდიდატების დამარცხებით დასრულდა. ვულოცავ სტამბოლში ექრემ იმამოღლუს და ანკარაში მანსურ იავასს გამარჯვებას.
ეს არის მკაფიო გზავნილი ერდოღანისთვის, რომ ისრაელზე თავდასხმა აღარ მუშაობს, მას ახალი გზის მოძიება სჭირდება“, - წერს ისრაელ კაცი სოციალურ ქსელ X-ში.