მოქმედი პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის „სამართლიანობისა და აღორძინების პარტიამ“ ყველაზე დიდი მარცხი განიცადა ადგილობრივ არჩევნებში მთავარ ოპოზიციურ „სახალხო რესპუბლიკურ პარტიასთან“, მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა 2002 წელს. წერს Reuters.
მედიის ცნობით, თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებზე ძირითად ქალაქებში „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ ლიდერობს.
ხმების თითქმის სრულად დათვლის შემდეგ, ოპოზიციიური პარტიის წარმომადგნელი, სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ 10 პროცენტით ლიდერობს თურქეთის უდიდეს ქალაქ სტამბოლის მერის არჩევნებში, მისმა „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ კი შეინარჩუნა კონტროლი დედაქალაქ ანკარაზე. ასევე მერობის კანდიდატებმა ოპოზიციური პარტიიდან კიდევ 15 ქალაქში გაიმარჯვეს.
ეს იყო ყველაზე დიდი მარცხი ერდოღანისა და მისი პარტიისთვის ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში და შესაძლოა, მიუთითებდეს ცვლილებებზე ქვეყნის პოლიტიკურ ლანდშაფტში. თავად პრეზიდენტმა ამას თავის მიმართვაში დემოკრატიის გამარჯვება დაგარდამტეხი მომენტი უწოდა.
"თუ შეცდომა დავუშვით, გამოვასწორებთ. თუ რამე გამოგვრჩა, ამას გავაკეთებთ", - თქვა მან.
სტამბოლში, ხმების 92,92 პროცენტის დათვლის შემდეგ ექრემ იმამოღლუმ ხმების 50,92 პროცენტი მიიღო, მისმა კონკურენტმა „სამართლიანობისა და აღორძინების პარტიიდამ“ მურათ ქურუმმა 40,05 პროცენტი.