კანცლერს პუტინის არ ეშინია, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, ეწინააღმდეგებოდა თუ არა კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინისთვის გერმანული ფრთოსანი რაკეტის, TAURUS -ის მიწოდებას პუტინის შიშით.
უკრაინისთვის TAURUS-ის რაკეტების შესაძლო მიწოდების შესახებ გერმანიაში მიმდინარე დისკუსიაზე საუბრისას ბერბოკმა თქვა, რომ ამ საკითხის „საჯარო განხილვა“ „არაფერს მოგცემს“.
მისი აზრით, რუსული სამხედრო პროპაგანდის ერთ-ერთი მიზანი დასავლური დემოკრატიების გაყოფა და დესტაბილიზაციაა.
”ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეს მოხდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წინ არჩევნებია, გერმანიაშიც და ევროკავშირშიც,” - თქვა მან დკიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გერმანია არ განიხილავს უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნას.