საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცა
30 დეკემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან ერთად, კინოთეატრ "რუსთაველის" ადმინისტრაციის თანადგომით, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს ახალი წელი მიულოცა.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა შვილებთან ერთად.
აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის გაიმართა კონცერტი და დაურიგდათ საჩუქრები (წიგნები, სათამაშოები და ტკბილეული). დასასრულს კი საახალწლო ზღაპრის კინოჩვენებას დაესწრნენ.
აღნიშნული ღონისძიება ცესკოს სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
მასალის გამოყენების პირობები