თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებოთ რაფაჰში „ჰამასის“ შესაჩერებლად სამხედრო ოპერაციის გარდა სხვა გზებიც არსებობს.
ისრაელის მედია ცნობით ამის შესახებ კირბიმ channel 12 news-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვიცით, რომ საჭიროა „ჰამასის“ უკან დახევა, რადგან ის კვლავ რჩება შესამჩნევ საფრთხედ. ვიცით, რომ რაფაჰში „ჰამასის“ მებრძოლები არიან, მაგრამ ჩვენ არ გვჯერა, რომ, საბოლოო ჯამში, რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად“, – განაცხადა კირბიმ.