ოცკაციანი ჯგუფი იყო დაორგანიზებული და ცდილობდნენ, პრემიერის გამოსვლისას ხალხი ნეგატიურ განწყობაზე აეყოლებინათ, მათი მცდელობა ოვაციებმა გადაფარა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„როცა მართლა ყველა - ერი და ბერი - ზეიმობდა და ქუჩაში ადამიანები ერთმანეთს ეხუტებოდნენ და ულოცავდნენ. ამაზე დიდი პოზიტიური ემოცია, ალბათ, არ არსებობს და ამ დროს, როგორ უნდა იფიქრო ასეთი რაღაც, - არც მინდოდა ამაზე საუბარი - ორ ადგილას, სადაც კამერები იყო ახლოს, დაორგანიზებული იყო 20-20 კაციანი ჯგუფი, რომელიც ცდილობდა ხალხი აეყოლიებინა, რა გეუება იმ დროს, როცა ერი და ბერი გაერთიანებული წარმატებით და გამარჯვებით, რა დროს უ-ა და რა დროს წამოყვირებებია.
ხალხი გაოგნებულები უყურებდა კამერებთან ახლოს დაორგანიზებულ რაღაც პატარ-პატარა ორ ჯგუფს. გაოგნებულები უყურებდნენ და ეს ყველაფერი შემდეგ არ გამოუვიდათ და გადაფარა იმ ტაშმა და ოვაციებმა, რაც პრემიერმინისტრის გამოსვლას და მი გადაწყვეტილებას მოყვა, რომელიც ჩვენი გმირი ბიჭების ღირსების ორდენით დაჯილდოებას გულისხმობდა“, - განაცხადა მდინარაძემ.