შორს ვარ იმ აზრისგან, არანორმალური უნდა ვიყო, რომ ვთქვა, რომ კორუფცია არ არის, როგორ არ არის, ფაქტები გამიგია ჩემი ყურით, - ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პირობითად უწოდებენ შუა რგოლის კორუფციას, რაც ყველა ქვეყანას აქვს და რისი აღმოფხვრაც ყველაზე რთულია.
„პირობითი დათქმაა, უწოდებენ შუა რგოლის კორუფციას რაც ყველა ქვეყანას აქვს და რისი აღმოფხვრაც არის ხოლმე ყველაზე უფრო რთული.
კორუფციის რაღაც მსგავსი სახეობა აქვს ყველა ქვეყანას, მათ შორის, შეუძლებელია, რომ ჩვენც არ გვქონდეს. საკრებულოს წევრები და მერები და ა.შ. არიან დაკავებული და უკანონოდ კი არ ზიან, სააკაშვილის დრო კი არ არის. ე.ი. იმ ადამიანებმა რაღაც კორუფციული დანაშაული ჩაიდინეს და აქედან გამომდინარე არიან დაკავებულები. რა თქმა უნდა, არის ლატენტური კორუფციული დანაშაულებიც, რომელიც შეიძლება ვერ გამოავლინო, ორივე მხარე კმაყოფილია, შევიდნენ კორუფციულ გარიგებაში, მომჩივანი არ არსებობს და ეს არის ყველაზე რთული აღმოსაფხვრელი პრობლემა, თუმცა ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს უსერიოზულესი პროგრესი.
შორს ვარ იმ აზრისგან, არანორმალური უნდა ვიყო, რომ ვთქვა, რომ კორუფცია არ არის, როგორ არ არის, ფაქტები გამიგია ჩემი ყურით, მერე მტკიცებულებები მომითხოვია, რომ მიაწოდეთ პროკურატურას და მტკიცებულებები ვერ მოუტანიათ. სულ ამის ძიებაში ვართ ხოლმე და თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება კორუფციის მიმართ”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.