ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ არ გაგზავნის დელეგაციას ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც აშშ-მა ვეტო არ დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს. იუწყება Reuters.
ნეთანიაჰუმ განცხადებით, ის, რომ ვაშინგტონმა რეზოლუცია არ დაბლოკა, აშკარა უკანდახევაა აშშ-ის ადმინისტრაციის წინა პოზიციიდან.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ზიანს აყენებს „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას და 130-ზე მეტი მძევლის გათავისუფლების მცდელობებს.
გაერო-ს უშიშრობის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და მძევლების უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს. როგორც „ბიბისი“ წერს, აშშ-მა შეცვალა საკუთარი პოზიცია, თავი შეიკავა რეზოლუციის მხარდაჭერისგან, თუმცა დოკუმენტს ვეტო არ დაადო.