საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის საუკეთესო მოსწავლედ თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური 199-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე სანდრო მალუძე დასახელდა, ხოლო საუკეთესო მასწავლებლის ტიტული რუსთავის 26-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს ზაზა მელიქიძეს ერგო.
სამინისტროს ინფორმაციით, სანდრო მალუძე 2010 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში ორგზის გამარჯვებულია, მან მეორე ადგილი ფიზიკაში მოიპოვა, მეოთხე ადგილი მათემატიკაში, ხოლო 7 საგანში მეორე ტურში, 4 საგანში კი, დასკვნით ტურში გადავიდა.
რაც შეეხება ზაზა მელიქიძეს მან მასწავლებელთა სასერთიფიკატო გამოცდებში, მათემატიკის საგნობრივ გამოცდაში ყველაზე მაღალი ქულა დაიმსახურა და ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი აქვს უნარებში.
მასალის გამოყენების პირობები