უკრაინული მედიის ცნობით, კიევზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქში, სულ მცირე, ორი აფეთქების ხმა გაისმა.
კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი პოპკოს ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად რაკეტის ნამტვრევები კიევის პეჩერსკის რაიონში ჩავარდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლი. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
ამასთან, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რაკეტის ნამსხვრევები ჩავარდნის შედეგად დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის 16 წლის გოგო.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:30 საათზე მტერმა კიევს ორი ბალისტიკური რაკეტით, ანექსირებული ყირიმიდან შეუტია. მათივე ცნობით, სამიზნეები განადგურებულია.