ლაშა ბექაური თბილისის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა – 90 კგ წონითი კატეგორიის ფინალში, მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა აზერბაიჯანელი ელჯან ჰაჯიევი 51 წამში იპონით დაამარცხა და თბილისის ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.
დღესვე ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი იჭიდავებს, ბრინჯაოსთვის კი საბა ინანეიშვილი (+100) და მიხეილ ჯაფარიძე (100) იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლმეზე ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვეს ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) .