ლაშა შავდათუაშვილი თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის გამარჯვებულია.
ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე კარენ გალსტიანი 32 წამში იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.